ახალი ამბები
მესტიის მუნიციპალიტეტში სოფლების ნაწილს მე-5 დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდება
მესტიის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობამ „ლაჯანურის“ ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა. "ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები უკვე მე-5 დღეა ცდილობენ დაზიანების კერას მიაღწიონ, თუმცა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ეს ვერ ხერხდება. ამის შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი რადიო „ათინათს“ ესაუბრა.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტს მხოლოდ "ჯვარის" ელექტროგადამცემი ხაზებიდან მიეწოდება ელექტროენერგია, რაც არ ჰყოფნის სრულ მომარაგებას.

„ელექტროენერგიის მოწოდება არ ხდება „ლაჯანურის“ ელექტროგადამცემი ხაზიდან, რომელიც დაზიანებულია უკვე მე-5 დღეა. მუნიციპალიტეტი მხოლოდ მარაგდება „ჯვარის“ ელექტროგადამცემი ხაზებიდან. სამწუხაროდ, ეს არ ჰყოფნის სრულ მომარაგებას, ამ ეტაპზე მხოლოდ შვიდი მეგავატი მოდის და ეს ვერ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საჭიროებას. შესაბამისი სამსახურები ადგილზე სპეციალური ტექნიკით უკვე მუშაობენ, თუმცა, რთული კლიმატური პირობების გამო, ვერ ხერხდება დაზიანებული ხაზის შეკეთება.

დაზიანება ეხება უშგულის, კალას, იფარის, მულახის, ნაწილობრივ მესტიის მომარაგებას. მესტიის ნაწილში, დღის განმავლობაში, ითიშება შუქი, ქვედა სოფლებშიც გრაფიკით მიეწოდება და მხოლოდ ერთი საათით ირთვება“, - ამბობს მესტიის მერი.

ჟორჟოლიანის თქმით, სავარაუდოდ, ხვალ, 27 თებერვალს შესაბამისი სამსახურები დაასრულებენ ადგილზე მუშაობას და ელექტროენერგიის მიწოდება მუნიციპალიტეტის მასშტაბით სრულად აღდგება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სტატია
დღის სიახლეები
26 / სექტემბერი 2025
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
24 / სექტემბერი 2025
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
22 / სექტემბერი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი , ნიკოსეული სასახლე მასპინძლობს , სახელოვანი ქართველი რეჟისორის ,რესპუბლიკის დამსახურებული არტისტისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატ მერაბ კოკოჩაშვილის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
26 / სექტემბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.