დღეს ნარაზენის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია - რესურსცენტრი
დიდთოვლობის გამო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის საჯარო სკოლაში დღეს სასწავლო პროცესი შეჩერდა.
ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელის მამუკა ბულიას თქმით, სოფელში უამინდობამ და დაბალმა ტემპერატურამ ტრანსპორტით გადაადგილებისა და ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა შექმნა, ამიტომ, როგორც ამბობს, საჭირო გახდა საგაკვეთილო პროცესის ერთი დღით გადადება.
„ნარაზენში გაყინულია გზები და ვერ მოხერხდა გადაადგილება. გარდა ამისა, დენი არ მიეწოდებოდა სკოლას. ცენტრალური გათბობა კი ელექტროენერგიის გარეშე ვერ ჩაირთვებოდა“, - ამბობს ის.
ბულიას განმარტებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით დანარჩენ საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი უკვე აღდგენილია, თუმცა დღეს, სკოლებში მოსწავლეების სიმცირე შეიმჩნევა.
მასალის გამოყენების პირობები