ახალი ამბები
სოხუმის აეროპორტიდან რეგულარული ფრენები მაისიდან დაიწყება, – მოსკოვი
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თვითმფრინავი Ил-76 აფხაზეთში ჩაფრინდა. ბორტი სოხუმიდან მოსკოვში პაციენტების სამედიცინო ევაკუაციას განახორციელებს. რუსული TASS ავრცელებს ინფორმაციას.

ამავე ცნობით, თვითმფრინავი აღჭურვილია მძიმე პაციენტების გადასაყვანად ყველა საჭირო აღჭურვილობით.


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის ედუარდ ბუტბას განცხადებით, რუსული თვითმფრინავი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელთან მიხეილ მურაშკოსთან შეთანხმების თანახმად ჩაფრინდა. ეს უკანასკნელი გასულ კვირას იმყოფებოდა სოხუმში.

„მოსკოვში მათ კატასტროფების მედიცინის ფედერალური ცენტრის სასწრაფო დახმარების მანქანები დახვდებიან. მათ სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანენ. ასეთი მნიშვნელობის მოვლენები აფხაზეთის რესპუბლიკის თანამედროვე ისტორიაში არასდროს ყოფილა“, - უთხრა ბუტბამ ჟურნალისტებს.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის პირველმა მოადგილემ სერგეი კირიენკომ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „რუსეთი აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ აფხაზეთთან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 1 მაისს შეიძლება დაიწყოს“.

ცნობისთვის, 7 თებერვალს სოხუმის აეროპორტმა პირველის სატესტო რეისი მიიღო მოსკოვიდან.

„ეხო კავკაზას“ თანხმად, მოსკოვმა ბოლო დროს გაააქტიურა კონტაქტები აფხაზ პოლიტიკოსებთან, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მოლოდინში, რომელიც 1 მარტს გაიმართება.

მასში მონაწილეობას ორი კანდიდატი მიიღებს, ასლან ბჟანიას თანაგუნდელი - ბადრა გუნბა და აფხაზი ოპოზიციონერი, ადგურ არძინბა.

რუსეთი ღიად უჭერს მხარს ბადრა გუნბას არჩევნებში. კერძოდ, მასთან სატელეფონო საუბარი გამართეს რუსეთის ეკონომიკის მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა და რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სოხუმში ვიზიტისას დროს კირიენკომ საჰაერო მიმოსვლის საკითხი განიხილა სწორედ ბადრა გუნბასთან განიხილა და არა დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლეთან, ვალერი ბგანბასთან.










Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
09 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.