ახალი ამბები
სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში სამეგრელოში უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ
სამეგრელოში 28 თებერვალს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, თუმცა ღამის საათებში ყინვა გაძლიერდება და ტემპერატურა დაბლობ რეგიონებში -5, -10 გრადუსამდე დაიკლებს. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ გვითხრა.

მისი ინფორმაციით, მთიან რეგიონებში ღამით ნავარაუდევია -10, -15, მესტიაში კი -17, -22 გრადუსი.

„დღისით ჰაერი მზის ხარჯზე გათბება და მაქსიმალურ ტემპერატურას, 3-5 გრადუსს მიაღწევს დაბლობ რაიონებში, მთებში -5, 0, მაღალ მთაში კი -7, -2. 1-ელ მარტს, სამეგრელოში უმეტესად უნალექო ამინდს ვვარაუდობთ. შესაძლოა იყოს სუსტი თოვა, უმნიშვნელო, მხოლოდ დღისით. მომდევნო ორი დღის განმავლობაში თოვლი და თოვლ-ჭყაპი იქნება. ხოლო 5-6 მარტს შესაძლებელია დღის მაქსიმალურმა ტემპერატურამ 12 გრადუსს მიაღწიოს“, - ამბობს გვაზავა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღეა დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობაა. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, ბუნებრივი აირის მილები, ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები. განსაკუთრებით რთული ვითარებაა გურიის რეგიონში, სადაც რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყდა.

დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ამ დრომდე ტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სტატია
დღის სიახლეები
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
26 / სექტემბერი 2025
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
24 / სექტემბერი 2025
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.