საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, ხვალ 28 თებერვალს, რამდენიმე რეისი გაუქმდება, მათ შორის:
№870/869 თბილისი-ზუგდიდი-თბილისი;
№3874/873 თბილისი-ფოთი-თბილისი;
„აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს რკინიგზის რეისები ყველა მიმართულებაზე ეტაპობრივად განახლდება. კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური სრულად აგინაზღაურდებათ", - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.
მანამდე, რკინიგზამ უამინდობის გამო, 25-26 -27 თებერვლის რეისებიც გააუქმა.
მასალის გამოყენების პირობები