მესტიის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო დაზიანებულ „ლაჯანურის“ ელექტროგადამცემ ხაზზე სარემონტო სამუშაოები უკვე დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი მერიის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.
მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სრული ენერგომომარაგება დღეიდან აღდგება.
ცნობისთვის, ინტენსიურმა თოვამ „ლაჯანურის“ ელექტროგადამცემი ხაზი, დაახლოებით, ერთი კვირის წინ დააზიანა. "ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდნენ დაზიანების კერასთან მისვლას, თუმცა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ეს ვერ ხერხდებოდა. მუნიციპალიტეტს მხოლოდ "ჯვარის" ელექტროგადამცემი ხაზებიდან მიეწოდებოდა ელექტროენერგია, რაც სრული მომარაგებისთვის საკმარისი არ იყო. ცალკეული სოფლებისა და ნაწილში შუქი გრაფიკით, 1 საათით ირთვებოდა.
ამავე თემაზე:
მესტიის მუნიციპალიტეტში სოფლების ნაწილს მე-5 დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდება
მასალის გამოყენების პირობები