გასულ წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში ოჯახში ძალადობის 542 შემთხვევა გამოვლინდა - სტატისტიკა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკით, 2024 წელს ოჯახში ძალადობის 542 შემთხვევა აღირიცხა.
ამავე ცნობით, რეგიონში გამოვლენილი ძალადობის სახეების მიხედვით მონაცემები შემდეგნაირად ნაწილდება: 119-ფიზიკური, 412-ფსიქოლოგიური, 4-ეკონომიკური, 3-სექსუალური, 1-იძულება, 3-უგულებელყოფა.
შსს-ს სტატისტიკით, ამავე საანგარიშო პერიოდში, სამეგრელო-ზემო სვანეთში 777 პიროვნებაზე 431 შემაკავებელი ორდერი გამოიწერა.
ასაკობრივ ჯგუფებს შორის, როგორც მსხვერპლების, ასევე მოძალადეების უმრავლესობის ასაკი 25-დან 44 წლამდე მერყეობს.
მასალის გამოყენების პირობები