ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ პროევროპული პროტესტი გრძელდება. უწყვეტი აქციების 95-ე დღეს, მოქალაქეები 18:00 საათზე კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და მსგავსად წინა კვირებისა, პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ხელახალი, სამართლიანი არჩევნების დანიშვნა მოითხოვეს.
პროტესტის მონაწილეებს ტრადიციულად ხელში საქართველოს, ევროკავშირის, უკრაინის დროშები, ასევე, სხვადასხვა საპროტესტო შინაარსის ტრანსპარანტები ეჭირათ.
ზუგდიდსა და საქართველოს სხვა ქალაქებში სხვადასხვა თაობის ადამიანები, მათ შორის, სამოქალაქო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საპროტესტო აქციებს 2024 წლის 28 ოქტომბრიდან მართავენ. ამ დღეს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.
ფოტო: FB ჯგუფი "ალარნა".
მასალის გამოყენების პირობები