ახალი ამბები
აფხაზური მიმოზის რუსეთში „ექსპორტზე“ აკრძალვა მოიხსნა
2 მარტიდან აფხაზეთიდან რუსეთში მიმოზის მიწოდება განახლდა. “აფსნიპრესის“ თანახმად, „როსსელხოზნადზორმა“ გამოაცხადა რუსეთში ამ საკარანტინო პროდუქტის იმპორტზე შეზღუდვების მოხსნის შესახებ, „აფხაზეთის მცენარეთა სახელმწიფო საკარანტინო ინსპექციის გარანტიით“.

აფხაზური “საექსპორტო“ მიმოზის რუსეთში შეტანა 22 თებერვალს აიკრძალა. 

რუსეთის საკარანტინო სამსახურმა მაშინ განაცხადა, რომ მიმოზაში კალიფორნიული ყვავილოვანი თრიპსი აღმოაჩინეს. 

ტელეგრამის არხები წერდნენ, რომ ფსოუს ე.წ. საზღვარზე მიმოზით დატვირთული ათობით, მათ შორის, სატვირთო მანქანა დგას, რომელიც რუსეთში საქონლის გატანის ნებართვას ელოდება.

სოციალური ქსელის მომხმარებლები წერდნენ, რომ მიმოზის „ექსპორტი“ არჩევნების გამო აიკრძალა, რათა „პრეზიდენტობის“ ერთ - ერთ კანდიდატს, ამომრჩევლების ხმები არ დაეკარგა.

ამავე ცნობით, სხვადასხვა შეფასებით, მიმოზის ყვავილების გასაყიდად 8 ათასზე მეტი მოქალაქე გეგმავდა ოკუპირებული აფხაზეთის „საზღვრებს“ გარეთ გამგზავრებას.

ასევე, აღინიშნა, რომ  2024 წლის  დეკემბერში, "საპრეზიდენტო" არჩევნების პირველ ტურამდე, რუსეთის საკარანტინო სამსახურმა აფხაზეთიდან რუსეთში „ექსპორტირებული“ ციტრუსის ერთ-ერთ პარტიაში ასევე აღმოაჩინა კალიფორნიული თრიფსი.

ოკუპირებულ აფხაზეთში "საპრეზიდენტო" არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 1 მარტს ჩატარდა, ბადრა გუნბამ გაიმარჯვა. მან ხმების 54,73% დააგროვა, ხოლო მეორე კანდიდატმა, ადგურ არძინბამ - 41,54%.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.