ახალი ამბები
მოსკოვმა, შესაძლოა, სოხუმს ელექტროენერგიის დამატებითი ნაკადი მიაწოდოს
რუსეთმა, შესაძლოა, ელექტროენერგიის გაზრდილი მოცულობა მიაწოდოს აფხაზეთს, ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის ე.წ. სამინისტროს ხელმძღვანელმა ჯანსუხ ნანბამ განაცხადა, „მინისტრთა კაბინეტის“ სხდომაზე რომელსაც „პრეზიდენტი“ ბადრა გუნბა ხელმძღვანელობდა, წერს „აფსნიპრესი“. 

„დაბალი ტემპერატურა ხელს არ უწყობს წყლის ნაკადის ზრდას. შესაბამისად, ჯვრის წყალსაცავში წყლის დონე მინიმალურია და ეს ჩვენთვის სერიოზული პრობლემაა. ამასთან დაკავშირებით, არსებობს საფრთხე, რომ ისევ მოგვიწიოს  „მარაოსებრი“ გათიშვის გრაფიკის ამოქმედება. რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან თქვენი მოლაპარაკებების წყალობით, გუშინ უკვე მივიღეთ ინფორმაცია ჩვენი რუსი კოლეგებისგან, რომ სიტუაცია კიდევ ერთხელ გადაიხედება და დამატებითი დახმარების და ნაკადების მოცულობის გაზრდის კუთხით“, - განაცხადა ნანბამ.

მისივე თქმით, უკვე გადადგმული ნაბიჯებისა და ღონისძიებების წყალობით, შესაძლებელი იქნება დენის გათიშვის თავიდან აცილება.

”ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგთან საბრძოლველად,” - დასძინა გუნბამ.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ბადრა გუნბას გამარჯვებაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ „მოსკოვი გააგრძელებს სოხუმისთვის მრავალმხრივ დახმარებას ეროვნული უსაფრთხოების სფეროში, მწვავე სოციალურ-ეკონომიკური საკითხების გადაჭრასა და საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოებაში“.

1 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში "საპრეზიდენტო" არჩევნების მეორე ტური გაიმართა. „პრეზიდენტობისთვის“ ორი კანდიდატი იბრძოდა, ბადრა გუნბა, რომელსაც მოსკოვი ღიად უჭერდა მხარს და აფხაზი ოპოზიციონერი, ადგურ არძინბა.

დე ფაქტო ცესკოს მონაცემებით, ბადრა გუნბამ „საპრეზიდენტო“ არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა. მან ხმების 54,73% დააგროვა, ხოლო მეორე კანდიდატმა ადგურ არძინბამ - 41,54%.

„საპრეზიდნეტო“ არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, რომელიც 15 თებერვალს გაიმართა, რუსეთმა გააძლიერა კონტაქტები სოხუმთან და ბადრა გუნბას მხარდაჭერა.

ყოფილი “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია თანამდებობიდან 2024 წლის 19 ნოემბერს გადადგა, რასაც წინ უსწრებდა ოპოზიციის პროტესტი და ე.წ. პარლამენტში სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესის ჩაშლა. პასუხად, მოსკოვმა, მაშინ სრულად შეუწყვიტა სოხუმს ბიუჯეტის და ელექტროენერგიის კომერციული ნაკადის დაფინანსება. 

2025 წლის თებერვლის პირველ ნახევარში, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის კომერციული ნაკადის დაფინანსება განაახლა. 






Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
09 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.