რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოთხშაბათს ოკუპირებული აფხაზეთის არჩეულ „პრეზიდენტს“ ბადრა გუნბას შეხვდება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„არჩევნებში გამარჯვებამ, რომელიც მოხდა ხალხის ნების თავისუფლად გამოხატვის პირობებში, დაადასტურა აფხაზი მოქალაქეების მხარდაჭერა თქვენი ხაზის შიდაპოლიტიკური სტაბილურობისა და ქვეყნის პროგრესული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამავე ცნობით, მოლაპარაკებები კრემლში გაიმართება, თუმცა სხვა დეტალები არ სახელდება.
1 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში "საპრეზიდენტო" არჩევნების
მეორე ტური გაიმართა. „პრეზიდენტობისთვის“ ორი კანდიდატი იბრძოდა, ბადრა გუნბა, რომელსაც მოსკოვი ღიად უჭერდა მხარს და აფხაზი ოპოზიციონერი, ადგურ არძინბა. დე ფაქტო ცესკოს მონაცემებით, ბადრა გუნბამ „საპრეზიდენტო“ არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა. მან ხმების 54,73%, ხოლო ადგურ არძინბამ - 41,54% დააგროვა.
2 მარტს პუტინმა მას გამარჯვება
მიულოცა.ვადამდელი „საპრეზიდეტო“ არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში მას შემდეგ დაინიშნა, რაც ყოფილი “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია თანამდებობიდან 2024 წლის 19 ნოემბერს გადადგა, რასაც წინ უსწრებდა ოპოზიციის პროტესტი და ე.წ. პარლამენტში სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესის ჩაშლა.
მასალის გამოყენების პირობები