2024 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთს ადგილობრივი ვიზიტორების 6.3 % ეწვია - სტატისტიკა
2024 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 354.8 ათასით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.
მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 5.9 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ვიზიტების რაოდენობა 2.5 პროცენტით აღემატება 2023 წლის მაჩვენებელს.
საქსტატში განმარტავენ, რომ დამთვალიერებელთა საშუალო თვიური რაოდენობის განაწილება სამეგრელო-ზემო სვანეთში 6.3%-ს შეადგენდა.
ამავე ინფორმაციით, 2024 წელს, ქვეყნის მასშტაბით, ვიზიტისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა 300.0 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 7.9 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.
მასალის გამოყენების პირობები