ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშზე, ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც წაღვერისა და ჯავახიშვილის ქუჩებს დააკავშირებს. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამავე ცნობით, პროექტის ღირებულება 1 870 000 ლარია, რისთვისაც თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო.
„აღნიშნული პროექტით ქალაქს მნიშვნელოვანი პრობლემა მოეხსნება და ცენტრალური საავტომობილო გზა განიტვირთება“, — ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ახალი ხიდის სიგრძე 32 მეტრი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები