სამეგრელო-ზემო სვანეთში ჯამში 813 ვიდეოკამერაა განთავსებული - სტატისტიკა
2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით ჯამში 813 "ჭკვიანი" კამერაა დამონტაჟებული. ამის შესახებ შსს-ს საინფორმაციო ანალიტიკური სტატისტიკის დოკუმენტში ვკითხულობთ.
ამავე ცნობით, აქედან 486 ზოგადი ხედვის, 327 კი ნომრის ამომცნობი ვიდეო სამეთვალყურეო სისტემაა.
სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ავტოტრანსპორტის კონტროლისთვის სულ 8334 ვიდეო კამერა მოქმედებს.
მასალის გამოყენების პირობები