ახალი ამბები
ზუგდიდის მერია დაზიანებული შუქნიშნების შესაკეთებლად 326 441 ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მწყობრიდან გამოსული შუქნიშნების, ავტომატური მართვის კონტროლერისა და მოდულების შესასყიდად ტენდერს ისევ აცხადებს. მისი ღირებულება კვლავ 326 441 ლარია. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე ვკითხულობთ.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, საუბარია პუშკინისა და შარტავას, პუშკინი-სოხუმის ქუჩებისა და ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის გზის გადაკვეთის; სოხუმისა და წერეთლის, თავისუფლებისა და თაბუკაშვილის, აღმაშენებლისა და ბარამია-ხუბულავას ქუჩების გადაკვეთაზე არსებულ შუქნიშნებზე, რომლებიც პერიოდულად დაზიანებულია და არ ფუნქციონირებს.

აღნიშნულ ქუჩებზე განთავსებული შუქნიშნების შესაკეთებლად ტენდერი 2024 წლის სექტემბერშიც გამოცხადდა. მასში მონაწილეობა ერთადერთმა პრეტენდენტმა, კომპანია „გზაჯვარედინმა“ მიიღო, თუმცა ტენდერი ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, უარყოფითი შედეგით დასრულდა.

ამჯერად, შესყიდვაში მონაწილეობის მიღების მსურველებს წინადადების შეტანა 15-18 მარტს შეეძლებათ. გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება ახალი შუქნიშნების მიწოდება და შესაბამისი მომსახურების შესრულება ხელშეკრულების დადებიდან 60 დღეში უზრუნველყოს.


ამავე თემაზე:

ზუგდიდში რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე შუქნიშნები დაზიანებულია

მერიაში ვერ აკონკრეტებენ, როდის ჩაირთვება, თითქმის, ორი თვის წინ ჩამქრალი შუქნიშნები

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ზუგდიდში ერთ-ერთ გზაჯვარედინზე შუქნიშნის გამართვას ითხოვენ


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
28 თებერვალს, ზუგდიდში, ევროკავშირის მხარდაჭერით, სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით, ჩატარდა მორიგი ინფორმაციული შეხვედრა, რომელშიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
28 თებერვალს, ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, ჩატარდა ინფორმაციული შეხვედრა სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით, რომელსაც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები ესწრებოდნენ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი.
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
სტატია
დღის სიახლეები
11 / მარტი 2025
ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ მოქალაქეების პროევროპული პროტესტი გრძელდება.
11 / მარტი 2025
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო „განსახლებულ დევნილთა და ეკომიგრანტთა ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განაცხადების მიღებას იწყებს. ამის შესახებ უწყება საკუთარ ვებ გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს.
11 / მარტი 2025
სენაკის მერიამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაწანწალა ძაღლების მომრავლების შედეგად წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებისთვის 16 680 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
06 / მარტი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2025 »»
2425262728 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.