ახალი ამბები
დევნილებისთვის განკუთვნილი ბინების მშენებლობა 2025 -2027 წლებში დასრულდება და იქ 6 000-მდე ოჯახი განსახლდება - მინისტრის მოადგილე
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, გიორგი ცაგარეიშვილის ინფორმაციით, დევნილთათვის განკუთვნილი ბინების მშენებლობა სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში, აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ მან პარლამენტში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ცაგარეიშვილის თქმით, ხუთ ქალაქში, სამუშაოები, ეტაპობრივად, 2025 -2027 წლებში დასრულდება და 6 000-მდე ოჯახი განსახლდება.

ამასთან, მან „სოფლად სახლისა“ და „უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების“ პროგრამებზეც ისაუბრა. მისი თქმით, პროგრამების მიზანი, ოჯახებისთვის, ღირსეული საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფაა.

ცნობისთვის, ზუგდიდში, ჯანაშიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1700 დევნილი ოჯახისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 7 კორპუსის მშენებლობა გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. სამინისტროში განმარტავენ, პროექტს კომპანია "ანაგი" ახორციელებს, მშენებლობის ბიუჯეტი კი 191 012 850 ლარია.

სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკით, 2025 წლის თებერვლის მდგომარეობით, სამეგრელო ზემო-სვანეთში 60 038 ადამიანს დევნილის სტატუსი აქვს. მათგან 33 935 პირი კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. ქვეყნის მასშტაბით, 193 404 დევნილია რეგისტრირებული.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
26 / სექტემბერი 2025
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.