გაგრის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მცირეწლოვანი დაიღუპა. ინფორმაციას „აფსნიპრესი“ ავრცელებს, საგზაო ინსპექციის უფროსზე დამეი ავიძბაზე დაყრდნობით.
მისი ცნობით, „ფოლკსვაგენის“ მძღოლი მანევრირებას აკეთებდა, მოსახვევად, გზა არ დაუთმო და შემხვედრ ზოლში მიმავალ ავტომობილს დაეჯახა, "შეჯახების შედაგად მანქანა გზიდან გადავარდა მაღაზიასთან მდგომ დედა - შვილს დაეჯახა, ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, ქალი კი მძიმე მდგომარეობაში, გაგრის საავადმყოფოშია გადაყვანილი“.
გამოცემის თანახმად, შემთვევა 14 მარტს მოხდა. სამართალდამცავები ინციდენტის დეტალებს იკვლევენ.
მასალის გამოყენების პირობები