თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 26-ე კმ-ზე მოძრაობა სრულად 23 მარტს აღდგება
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა, თბილისის მიმართულება), ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად 23 მარტს აღდგება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მდინარე არაგვის ხიდზე დაზიანებული ფილის აღდგენის სამუშაოები დასრულებულია. ამ დროისათვის, უკვე ჩასხმულია ბეტონი, რომლის საჭირო მდგრადობის მინიმალურ დროში მისაღწევად გამოყენებული იქნა შესაბამისი დანამატები.
დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელია ალტერნატიული გზებითაც, კერძოდ, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით - ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურისა და ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზების გამოყენებით.
მასალის გამოყენების პირობები