შეიქმნა გვერდი, რომელიც ავრცელებს ცრუ ინფორმაციას 1 წლიანი უფასო სამგზავრო ბარათის რეგისტრაციის შესახებ - ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი
ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის ადმინისტრაცია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ სოციალურ ქსელში შექმნილი ყალბი გვერდიდან ვრცელდება ცრუ ინფორმაცია 1 წლიანი უფასო სამგზავრო ბარათის რეგისტრაციის შესახებ.
ადმინისტრაცია მოსახლეობას მოუწოდებს, მუნიციპალურ ტრანსპორტთან დაკავშირებული სიახლეები მხოლოდ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ნახონ.
„გაცნობებთ, რომ აღნიშნული გვერდი და შეთავაზება არ წარმოადგენს სინამდვილეს. გთხოვთ საეჭვო სახის პოსტებმა და შეტყობინებებმა არ შეგიყვანოთ შეცდომაში და არ მიჰყვეთ მათ ინსტრუქციას“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები