ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი დღეს, სამ საათამდე შეფერხებით იმოძრავებს - ტრანსპორტის ადმინისტრაცია
ზუგდიდში დღეს, 19 მარტს, 15:00 საათამდე მუნიციპალური ავტობუსები შეფერხებით იმოძრავებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტრანსპორტის ადმინისტრაცია ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.
მათივე განმარტებით, მიზეზი ავტობუსების გეგმური, სავალდებულო, პერიოდული ტექ-ინსპექტირების გავლის პროცედურებია.
ამავე ცნობით, ტრანსპორტი 18 მარტსაც შეფერხებით გადაადგილდებოდა, რამაც მგზავრთა უკმაყოფილება და დისკომფორტი გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები