სვანეთში, ლაჯურღულას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (ლაჯურღულა), ავტოტრანსპორტის გადაადგილება ორმხრივად აღდგენილია. ამის შესახებ ინფორმაცია მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაქვეყნა.
ცნობისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე ჩამოსული დიდი მოცულობის კლდის მასის გამო ყველა სახის ავტომობილის მოძრაობა ორი დღის განმავლობაში აკრძალული იყო.
მესტიის მერიაში განაცხადეს, რომ ადგილზე ინტენსიურად მიმდინარეობდა გზის გაწმენდის სამუშაოები.
მასალის გამოყენების პირობები