სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სხვა რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოვიღეთ - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სხვა რეგიონების დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გაავრცელა.
უწყების ცნობით, დაკავებულია 18 პირი.
სამინისტროში განმარტავენ, რომ სამართალდამცველებმა დაკავებული პირების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, მათ შორის ავტომატები, პისტოლეტები, რევოლვერები, ხელყუმბარები, მჭიდები, დიდი ოდენობით ვაზნები და ხმის ჩამხშობი მაყუჩი, ასევე, ნარკოტიკული საშუალებები „ალფა პვპ“ და „მარიხუანა“.
გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 214-ე , 260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები