მომდევნო დღეებში ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსს მიაღწევს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში 25 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 26-27 მარტს ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოს დაბლობ და სანაპირო რაიონებში, მათ შორის ზუგდიდსა და მარტვილში ჰაერის ტემპერატურა +24, +26, ანაკლიასა და ფოთში კი +22, +24 გრადუსს მიაღწევს.
ამავე ცნობით, მესტიაში ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.
მასალის გამოყენების პირობები