საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს ზუგდიდში პროფესიულ სასწავლებლებში 482 სტუდენტი, 264 - გოგო და 218 - ბიჭი ჩაირიცხა. ეს რიცხვი კი 105-ით აღემატება 2023 წლის მაჩვენებელს.
ამასთან, 2024 წელს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობაც ორით გაიზარდა და ამჟამად მუნიციპალიტეტში სულ 5 სასწავლებელი ფუნქციონირებს.
დოკუმენტის მიხედვით, ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:
2020წ - 226 სტუდენტი
2021წ - 271 ჩარიცხული
2022წ - 307 პირველკურსელი
2023წ - 377 სტუდენტი
რაც შეეხება კურსდამთავრებულებს, 2024 წელს პროფესიული სასწავლებელი 248 სტუდენტმა დაასრულა.
ამავე თემაზე:ბოლო წლების სტატისტიკით, ზუგდიდში პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა რაოდენობა გაიზარდა
მასალის გამოყენების პირობები