მესტიის მუნიციპალიტეტში, უშგულის მთებში ზვავის ჩამოწოლის შედეგად ტურისტი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო „ათინათს“ მესტიის მერმა კაპიტონ ჟორჯოლიანმა დაუდასტურა.
მისი თქმით, შემთხვევა 26 მარტს მოხდა. 4 ტურისტი მთებში სათხილამუროდ გიდის გარეშე წავიდა, რა დროსაც მათგან ერთი ზვავში მოყვა, დანარჩენები კი ადგილობრივმა მაშველებმა ტერიტორიიდან უვნებლად გამოიყვანეს.
ამავე ცნობით, დაღუპული ქალი ესპანეთის მოქალაქეა. ის ექსპერტიზისთვის ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს.
მასალის გამოყენების პირობები