გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს დაბლობ და სანაპირო რაიონებში, 29 მარტიდან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო დღეებში ზუგდიდსა და მარტვილში ჰაერის ტემპერატურა +27, +29-დან +18, +20 გრადუსამდე შემცირდება.
ამავე ცნობით, დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში, მათ შორის მესტიაში, მოსალოდნელია წვიმიანი ამინდი. ტემპერატურა კი +10, +12 გრადუსამდე დაიკლებს.
მასალის გამოყენების პირობები