ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც დარჩელში პოლიციელი ავტომობილით დაეჯახა, დღეს გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ნათესავმა მაია კალანდიამ დაწერა.

"24 წლის მურმან კალანდია, რომელსაც მთვრალი პოლიციელი დაეჯახა, ამ დილით გარდაიცვალა.
დაქვრივდა, 21 წლის, 5 თვის ორსული მეუღლე.
მშობლებს მოუკვდათ უკეთილესი შვილი. სოფელმა და ქვეყანამ დაკარგა პატიოსანი მოქალაქე!
...ეს არის ივანიშვილის დღის წესრიგი!", - წერს კალანდია.
ავტოსაგზაო შემთხვევა 11 მარტს მოხდა. გარდაცვლილს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში თავის ტვინის ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. 12 მარტს, გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები