ახალი ამბები
სოხუმში აცხადებენ, რომ ირაკლი ბებუას 30 მარტს გაათავისუფლებენ
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც 2020 წელს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ხელისუფლებამ დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, 2025 წლის 30 მარტს გათავისუფლდება. შესაბამის ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ შინაგან საქმეთა მინისტრმა რობერტ კიუტმა განაცხადა.

ამასთან, კიუტმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბებუა ვადაზე ადრე დატოვებს საპატიმროს.

„მან სახელმწიფო დროშა დაწვა, რისთვისაც მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. საერთო ჯამში, მას უნდა დაეყო 4 წელი და 6 თვე. 30 მარტს მთავრდება მისი საგამოძიებო იზოლატორში ყოფნის ვადა. შესაბამისად, ჩვენ ვალდებული ვიქნებით, გავათავისუფლოთ იგი. არავინ გეგმავს ამ პიროვნების ვადაზე ადრე გაშვებას. ეს ხდება იმ მუხლისა და იმ ვადების შესაბამისად, რომლებიც მას სასამართლომ მიუსაჯა", - განაცხადა კიუტმა.

მანამდე, მედიაში განმარტავდნენ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საპატიმრო კოლონიები არ არის, არის მხოლოდ დაკავების იზოლატორი, რის გამოც პატიმრობის ვადა, "კანონით", საერთო რეჟიმის პირობებში უტოლდება "ერთი ორს".

ცნობისთვის, 2024 წლის 21 ნოემბერს, ბებუას ბიძაშვილმა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს მარტში მისი შესაძლო გათავისუფლების შესახებ უთხრა.

ბებუას დე ფაქტო სასამართლომ "სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის", "სხვისი ქონების განზრახ დაზიანების" და "საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის" ბრალდებით 2020 წლის 7 დეკემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის 2020 წლის 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

მის მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია თბილისში, პარლამენტის შენობის წინ და ზუგდიდის სკეიტ პარკში გაიმართა.

ცნობისთვის, 2024  წლის აგვისტოში, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სუს - მა გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიაში ე.წ. საზღვრის "უკანონო კვეთის ხელშეწყობისთვის" საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა. გარდა ამისა, უკანონო პატიმრობაშია საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ქრისტინე თაკალანძე, მას ბრალად ედება "ჯაშუშობა" და ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა 2023 წლის 5 მაისს მიუსაჯა.

ამავე თემაზე: 

ირაკლი ბებუა შესაძლოა, 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ - მედია

სახალხო დამცველი ირაკლი ბებუას ოჯახის წევრებს შეხვდა

თავისუფლება ირაკლი ბებუას - ზუგდიდში აქცია გაიმართა (ფოტო)

ირაკლი ბებუას მხარდასაჭერად აქცია ზუგდიდშიც გაიმართება

ოკუპირებულ აფხაზეთში გამოცხადებული ამნისტია ირაკლი ბებუას არ შეეხება
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დღის სიახლეები
31 / მარტი 2025
ოკუპირებული აფხაზეთის არჩეული „პრეზიდენტის“ ბადრა გუნბას ინაუგურაციას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო დაესწრება.
31 / მარტი 2025
მოსკოვში აცხადებენ, რომ 2025 წლიდან, ყოველწლიურად გაიმართება რუსულ-აფხაზური ბიზნეს ფორუმი, რომელიც რუსეთის ფედერაციის ფედერალური ბიუჯეტიდან დაფინანსდება, წერს „აფსნიპრესი“.
31 / მარტი 2025
დღეს, 31 მარტს, ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ მორიგი პროევროპული აქცია გაიმართება. პროტესტის 124-ე დღე, სიმბოლურად, საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეს ეძღვნება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.