აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში შეიქმნა ახალი ორგანიზაცია - ძალოვანი უწყებების ასოციაცია, ამის შესახებ საინფორმაციოა სააგენტო „აიაშარა“ წერს.
„ასოციაცია აერთიანებს პროფესიონალებს თავდაცვის სამინისტროდან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, შსს-დან, სუსი - დან, საგანგებო სიტუაციების სამინისტროდან“, - განაცხადა ასოციაციის თავმჯდომარემ, დე ფაქტო შს მინისტრის თანაშემწემ ბატალ აგრბამ.
მისი თქმით, ეს არა ფორმალობა, არამედ, თანამედროვე გამოწვევებზე სტრატეგიული პასუხია.
მისი თქმით, ასოციაციის მთავარი ამოცანაა, „ნდობის აღდგენა უშიშროების ძალებისა და ძალოვანი სტრუქტურების უწყებების მიმართ, რადგან ბოლო დროს „პაგონებიანი ადამიანების ავტორიტეტის შელახვის“ ტენდენცია შეიმჩნევა.
მასალის გამოყენების პირობები