ახალი ამბები
ზვიად გამსახურდია დღეს 86 წლის გახდებოდა
საქართველოს პირველი პრეზიდენტი და ეროვნული გმირი ზვიად გამსახურდია დღეს 86 წლის გახდებოდა. ის 1939 წლის 31 მარტს დაიბადა გამოჩენილი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიასა და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში.

მან დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა (1957) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით.

პროფესიით პოლიტიკოსი, მწერალი, მთარგმნელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი 50-იანი წლებიდან გახდა. 

მოგვიანებით მან შექმნა პოლიტიკური ბლოკი "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო". ბლოკმა 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ დემოკრატიულ და მრავალპარტიულ არჩევნებში გაიმარჯვა. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე კი ზვიად გამსახურდია უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს. ამ მოვალეობას ის 1991 წლის მარტამდე ასრულებდა.

1991 წლის დეკემბერს საქართველოს ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ სამხედრო გადატრიალება დაიწყო, რის შემდეგაც გამსახურდია იძულებული გახდა თბილისი დაეტოვებინა. ის, 1993 წლის 31 დეკემბერს, დევნილობაში, ხობის რაიონის სოფელ ახალ ხიბულაში, ღურწკაიების საცხოვრებელ სახლში თავის არეში მიყენებული ცეცხლსასროლი ჭრილობით, 54 წლის ასაკში დაიღუპა. ოფიციალური ვერსიით მან თავი მოიკლა, რასაც ოჯახი ამ დრომდე არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ გამსახურდია მოკლეს.

გარდაცვალების შემდეგ, გამსახურდიას ცხედარი საიდუმლო ვითარებაში დაკრძალეს, 1994 წლის თებერვალში კი ქალაქ გროზნოში გადაასვენეს.

2007 წლის 28 მარტს, ცხედარი ჩამოასვენეს და ამავე წლის პირველ აპრილს, მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

2013 წლის 26 სექტემბერს, საქართველოს პირველ პრეზიდენტს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დღის სიახლეები
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.