ახალი ამბები
პროევროპული პროტესტის 124-ე დღეს, ზუგდიდში აქცია დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმს მიეძღვნა (ფოტო)
პროევროპული პროტესტის 124-ე დღეს დემონსტრანტები 19:00 საათიდან კვლავ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ.

დღევანდელი აქცია, სიმბოლურად, 1991 წლის 31 მარტის ისტორიულ რეფერენდუმს მიეძღვნა.

აქციის მონაწილეებს საპროტესტო შინაარსის ბანერები ეჭირათ, წარწერებით: ცვლილებების დროა, ერთად დავიცვათ სიმართლე, დადექი ისტორიის სწორ მხარეს, ანწუხელიძე უკვდავია და ა.შ.

მომიტინგეებმა სიტყვით გამოსვლისას მიმოიხილეს ისტორიული მოვლენები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესში, გაიხსენეს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერები, მათ შორის ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. ამასთან, გააჟღერეს პროტესტის მთავარი მოთხოვნაც, რომელიც უცვლელი რჩება - გათავისუფლდეს რეჟიმის პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ხელახალი, სამართლიანი არჩევნები.

სიტყვით გამოსვლების დასრულების შემდეგ, მოქალაქეებმა სამხარეო ადმინისტრაციის შენობიდან ცენტრალური ბულვარის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს და სკანდირებდნენ - „არ დავთმობთ დამოუკიდებლობას“, თავისუფლება სინდისის პატიმრებს“, „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“.

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. ამ დღიდან საქართველოს სხვადასხვა ქალაქში პერმანენტული პროევროპული საპროტესტო აქციები იმართება. მოქალაქეები ამბობენ, რომ საქართველოს ევროპული მომავალი და ევროატლანტიკურ სივრცეში ქვეყნის სრულფასოვანი ინტეგრაცია მოსახლეობის უმრავლესობის ისტორიული არჩევანია.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.