სამეგრელო-ზემო სვანეთში რეგისტრირებული ქორწინების რიცხვი 7.9%-ით, განქორწინების კი - 1.6%-ით შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს, სამეგრელო-ზემო სვანეთში 1 863 რეგისტრირებული ქორწინება აღირიცხა, რაც 2023 წლის მაჩვენებლებს 148-ით ჩამორჩება. მათ შორის პროცენტული სხვაობა კი 7.9%-ია.
ამავე სტატისტიკით, 1.6%-ით შემცირებულია განქორწინების შემთხვევებიც. თუ 2023 წელს, ეს რიცხვი 1 507-ს უტოლდებოდა, 2024 წელს, განქორწინების რაოდენობამ 1 483 შეადგინა.
რაც შეეხება ქვეყნის მაჩვენებლებს, საქსტატში განმარტავენ, რომ ამავე საანგარიშო პერიოდში რეგისტრირებულია 21 653 ქორწინება, რაც 2.8 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 29.9, ხოლო მამაკაცებისთვის 32.2 წელია. განქორწინების მაჩვენებელი კი 13 520 ერთეულია. ეს რიცხვი 2023 წლის სტატისტიკაზე 1.1 პროცენტით შემცირებულია.
მასალის გამოყენების პირობები