ახალი ამბები
„აფხაზეთის მოქალაქეებისთვის“ რუსული მართვის მოწმობები გამარტივებული წესით გაიცემა
აფხაზეთის მცხოვრებლები რუსული მართვის მოწმობის აღებას გამარტივებული წესით შეძლებენ, თუ ექნებათ ბინადრობის ნებართვა ან რუსეთის მოქალაქის პასპორტი. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობაში კორექტივების შატანამდე, „აფხაზეთის მოქალაქეები“ ავტომობილებით გაადგილებას „ეროვნული“ მართვის მოწმობით შეძლებენ, წერს რუსული „Тасс”, - ი.

რუსეთის ფედერაციის მთავრობამ უნდა გაათავისუფლოს „აფხაზეთის მოქალაქეები“ რუსული ლიცენზიების გაცემის გადასახადისგან. დადგენილება ამოქმედდება ხელმოწერის დღიდან და ძალაშია 2026 წლის 1 აპრილის ჩათვლით, ვკითხულობთ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 1 აპრილს რუსეთში ამოქმედდა კანონი, უცხოური და საერთაშორისო მართვის მოწმობების ბათილად ცნობის შესახებ, უცხოელების მიერ რუსეთის ფედერაციაში ან რუსეთის მოქალაქეობის ბინადრობის ნებართვის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ.

5 მარტს ოკუპირებული აფხაზეთის არჩეულმა „პრეზიდენტმა“ ბადრა გუნბამ, რომელიც კრემლში მიიღეს, პუტინს მიმართა თხოვნით, აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის რუსეთში რუსული მართვის მოწმობის გარეშე შესვლაზე აკრძალვა მოეხსნა.

პუტინის ბრძანებულება გამოქვეყნდა ბადრა გუნბას „ინაუგურაციის“ წინა დღეს, რომელიც დღეს გაიმართება, მას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის მოადგილე სერგეი კირიენკო დაესწრება.






Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
13 / ნოემბერი 2025
სამეგრელოში მარანი ერთ-ერთი უძველესი და განსაკუთრებული ნაგებობაა, რომელიც ღვინის დასაყენებლად და შესანახად გამოიყენება.
06 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და მრავალმხრივ ცოცხალ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩვენს ფუძემდებლურ ისტორიასთან, მეგრელების სახლებთან არის დაკავშირებული.
30 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ უნიკალურ ნიმუშზე ,,ბოყვიშ ჸუდეზე“, რომელსაც პიტაფიცარიც ეწოდებოდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
13 / ნოემბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.