გამოცემა „ინდიგოს“ ჟურნალისტი საბა სორდია სორდია 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.
6 აპრილს პოლიციამ საბა სორდია „პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის“ ბრალდებით
დააკავა, მიუხედავად იმისა, რომ საბა მათ დაემორჩილა.
გამოცემის ცნობით, პოლიციელებმა დაკავების შემდეგ ჟურნალისტის მიმართ ჰომოფობიური ლექსიკა გამოიყენეს და კამერის დამტვრევით დაემუქრნენ.
საბამ
48 საათი გაატარა დიღმის იზოლატორში, 8 აპრილს კი სასამართლო პროცესზე გადაიყვანეს.
პროკურატურა საბა სორდიასთვის ჯარიმის დაკისრებას მოითხოვს.
მოსამართლე ზვიადი ცეკვავა 17 აპრილს გამოაცხადებს საბოლოო გადაწყვეტილებას.
ფოტო: ფოტო: მინდია გაბაძე
მასალის გამოყენების პირობები