ახალი ამბები
ზუგდიდში, 9 აპრილის მემორიალთან დაპირისპირებისას დაშავებული მოქალაქე ჰოსპიტალშია გადაყვანილი (ფოტო)
ზუგდიდში, 9 აპრილის მემორიალთან პოლიციელებმა ძალის გამოყენებით დაშალეს იქ მშვიდობიანად მდგომი მოქალაქეები, რა დროსაც, ერთ- ერთი მათგანი წააქციეს და მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ამის შესახებ არჩილ თოდუა წერს, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა.

„9 აპრილს, ზუგდიდში, 9 აპრილის მემორიალთან სრულიად მშვიდობიანად მდგომი მოქალაქეები რეჟიმის 200 - მდე პოლიციელმა ძალის გამოყენებით გაგვყარა ადგილიდან. ხათუნა ჯაპავა წააქციეს და ახლა რუხის კლინიკაშია გადაყვანილი“, - ვკითხულობთ პოსტში.

ცოტა ხნის წინ, ზუგდიდში, 9 აპრილის მემორიალთან მყოფ მოქალაქეებთან პოლიცია მივიდა და იქ შეკრებილების დაშლა დაიწყო, იმ მიზეზით, რომ სასულიერო პირებს დაღუპულთა სულის მოსახსენიებლი პარაკლისი უნდა გადაეხადათ.

მიუხედავად იმისა, რომ შეკრებილები კანონს არ არღვევდნენ და პარაკლისზე დასწრების სურვილიც გამოთქვეს, პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

მათივე თქმით, სამართალდამცველები მას შემდეგ დაიშალნენ, რაც 9 აპრილის მემორიალთან მისულმა ადგილობრივი ხელისულფების წარმომადგენლებმა დატოვეს ტერიტორია.

სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები, ზუგდიდის უწყვეტი პროტესტის მონაწილეები, ამ დროისათვის, ისევ დაბრუნდნენ 9 აპრილის მემორიალთან, სადაც მათი ნაწილი, მთელი ღამის განამვლობაში რჩებოდა.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე ღამე გაათენეს 2024 წლის 28 ნოემბრიდან დაწყებული პროევროპული აქციების მონაწილეებმა. ღამისთევის ინიციატორები იყვნენ დაპატიმრებული დემონსტრანტების მშობლები, რომლებმაც დააარსეს ახალი მოძრაობა „სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის“.

ღამისთევას ზუგდიდშიც შეუერთდნენ, მოქალაქეებმა ღამე 9 აპრილის მემორიალთან გაათენეს.

36 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, უმეტესად - ქალები. დაშავდა და დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა აქციის ასობით მონაწილე.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი მოქალაქეები პოლიციამ დაშალა (ფოტო/ვიდეო)





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
22 / აგვისტო 2025
სამეგრელოში იარაღი, ნადირობა, ჭკვიანი თამაშები და ტრადიციული რიტუალები ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.