გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სენაკში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გზდ საკუთარ ვებ გვერდზე ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოქალაქემ სოფელ ფოცხოში, საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი დანადგარი დაამონტაჟა, რაც, დეპარტამენტის ცნობით, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები კი შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
ამასთან, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ქვეყნის მასშტაბით, ჯამში მსგავსი სამართალდარღვევის 7 შემთხვევა აღირიცხა.
მასალის გამოყენების პირობები