სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ გიორგი ნადარაია დაინიშნა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ახალი მოადგილე ჰყავს. დავით ვერავას მოადგილედ გიორგი ნადარაია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.
მათივე ცნობით, გიორგი ნადარაია სხვადასხვა დროს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში მუშაობდა. 2020 წლიდან დღემდე იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.
ნადარაიას ეკონომიკური განათლება აქვს.
მასალის გამოყენების პირობები