23-25 აპრილს სამეგრელოში დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში სამეგრელოში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა ზუგდიდსა და მარტვილში +20, +22, ანაკლიასა და ფოთში კი +18, +20 გრადუსი იქნება.
ამავე ცნობით, მესტიაში ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსს მიაღწევს.
მასალის გამოყენების პირობები