სოხუმში სანაპიროს ერთ - ერთი მონაკვეთი ჩამოინგრა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „აიაშარა“ წერს.
ამავე ცნობით, „არშბას ქუჩისა და მოჰაჯირების სანაპიროს კვეთაზე მოძრაობა დროებით შეჩერებულია“.
სოხუმის ე.წ. ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილემ, ინალ თარბამ ადგილობრივ მედიას უთხრა, რომ სატვირთო მანქანების ინტენსიური მოძრაობის გამო, სოხუმის სანაპიროზე კოლექტორის ნაწილი ჩამოინგრა.
„დაახლოებით 1 მეტრის მონაკვეთი ჩამოინგრა, მაგრამ როდესაც გავხსენით, იმ დასკვნამდე მივედით, რომ დაახლოებით 25 მეტრის მონაკვეთიც ცუდ მდგომარეობაში იყო“, - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, დაგეგმილია ძველი კოლექტორის სრულად ჩანაცვლება 800 მმ დიამეტრის წვიმის წყლის სადრენაჟე მილით და ახალი ასფალტის დაგება.
მასალის გამოყენების პირობები