ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი აცხადებს, რომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს სთხოვა, სირიამ გაიწვიოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება.
„მქონდა შესაძლებლობა, მეთხოვა საგარეო საქმეთა მინისტრ [ასაად] ალ-შიბანისთვის, რომ შეაბრუნოს ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილება და სირიამ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი აღიაროს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილად“, ეს მარტივი ნაბიჯი იქნებოდა ძალის ჩვენება [სირიის მხირდან] და აჩვენებდა სირიის ახალი გზისადმი ერთგულებას“, - წერს უილსონი პლატფორმა X-ზე.
„მეგობარი აქტის“ თანაავტორი და „ჰელსინკის კომისიის“ თანათავმჯდომარე წერს, რომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრსთან შეხვედრა 2025 წლის თებერვალში მიუნხენში შედგა.
საქართველოს რეგიონების - აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობა" , სირიის მაშინდელმა ხელისუფლებამ, 2018 წლის მაისში აღიარა.
2020 წლის 6 ოქტომბერს დამასკოში "აფხაზეთის საელჩო" გაიხსნა.
მასალის გამოყენების პირობები