ახალი ამბები
უშბაზე ექსპედიციის დროს მთამსვლელი ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა
უშბაზე ექსპედიციის დროს 29 წლის მთამსვლელი ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უშბაზე ქვეითად გადაადგილდებოდა ოთხი ადამიანი, რომელთაგან ერთი სიმაღლიდან გადავარდა. ნიკა ფალიანის და მისი თანმხლები პირების სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

"მეხანძრე-მაშველების მიერ, 3600 მეტრის სიმაღლეზე, სამაშველო ღონისძიების ფარგლებში მოხდა 3 პიროვნების უვნებლად აყვანა ვერტმფრენში და გარდაცვლილი პიროვნების ცხედრის ნახვა", - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე მესტიელი სამთო გამყოლი, გიდი და მთამსვლელი ნიკოლოზ ფალიანი სისტემატურად უწევდა ორგანიზებას სათავგადასავლო ტურებს სვანეთის მთებსა და მყინვარებზე.

ნიკოლოზ ფალიანის ტრაგიკულად დაღუპვასთან დაკავშირებით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ გააუქმა 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს დაგეგმილი ღონისძიების მუსიკალური ნაწილი - დღისა და საღამოს კონცერტები.

„უშბაზე ტრაგიკულად დაიღუპა ალპინისტი და საერთაშორისო სამთო გამყოლი ნიკოლოზ (ნიკო) ფალიანი. ვუსამძიმრებთ ნიკოს ოჯახს, მის მეგობრებს, მესტიას და სრულიად საქართველოს ამ დიდ დანაკლისს! ნიკოლოზ ფალიანს დიდი წვლილი მიუძღვის მესტიის მუნიციპალიტეტში ტურიზმის სფეროს განვითარებაში“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უბედური შემთხვევა დღეს, 22 მაისს, მოხდა.





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
20 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოს არქაული სამეურნეო ნაგებობებისა და მათ უკან მდგომი კულტურის ამბებზე.
13 / ნოემბერი 2025
სამეგრელოში მარანი ერთ-ერთი უძველესი და განსაკუთრებული ნაგებობაა, რომელიც ღვინის დასაყენებლად და შესანახად გამოიყენება.
06 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და მრავალმხრივ ცოცხალ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩვენს ფუძემდებლურ ისტორიასთან, მეგრელების სახლებთან არის დაკავშირებული.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.