ახალი ამბები
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი კერენ ესებუა 3500 ლარით დააჯარიმა
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტის კერენ ესებუას პროცესი გაიმართა. მოსამართლე გვანცა ვარდანიძემ ის სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე-მე-16 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობად 3500 ლარი დააკისრა.

როგორც ცნობილია, 21 მაისს, "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ კერენ ესებუას და კიდევ ერთ სამოქალაქო აქტივისტს მარიამ სიჭინავას უჩივლა, რადგან ისინი წინა დღეს, ზუგდიდში, ერთ-ერთ სასტუმროსთან  საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ.

სიჭინავას სასამართლო პროცესი კი ამ წუთებში მიმდინარეობს. 

ცნობისთვის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, ასევე სახელმწიფო მოსამსახურისა და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედება დასჯადია და იწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
ოდაბადეშ კინოხონი
11 / სექტემბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.