ზუგდიდში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებთან დაკავშირებით, 26 მაისს მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს ინფორმაციას.
ამავე ცნობით, 21 საათიდან, ცენტრალური სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავტოსადგურიდან მუნიციპალური ტრანსპორტი შემდეგი მიმართულებებით გადაიყვანს:
„რუხი - რიყე - ტყაია - ჩხორია - ზედაეწერი - ჭკადუაში- ნაწულუკუ.
ინგირი - კახათი - ახალკახათი - კოკი - ორსანტია - დარჩელი - კიროვი- ანაკლია- განმუხური.
ოდიში- ყულიშკარი- ჯიხაშკარი- ჭაქვინჯი.
ახალსოფელი- ოფაჩხაფუ- ნარაზენი.
ჭითაწყარი - ცაიში - დიდინეძი- ორულუ- ერგეტა.
კომბინატის დასახლება - ახალაბასთუმანი - შამგონა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები