ახალი ამბები
საწვავის ფასის გამო დააჯარიმეს ხუთი მსხვილი ბენზინგასამართი კომპანია
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ გასული წლის მარტ-აგვისტოში საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნების მიზეზით ხუთი უმსხვილესი ეკონომიკური აგენტი დააჯარიმა. ამის შესახებ განცხადებას სააგენტო ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

სააგენტოს განმარტებით, წარმოებული კვლევის შედეგად დადასტურდა - „რომპეტროლის“, „გალფის“, „ვისოლის“, „ლუკოილისა“ და „სოკარის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა. კერძოდ, შესყიდვის ან გაყიდვის ფასის, ან სხვა სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა.

"მოკვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ საავტომობილო საწვავის ბაზარი, მოკვლევის პერიოდისათვის, ხასიათდებოდა მოპასუხე ეკონომიკური აგენტების მხრიდან განსახილველ პროდუქტზე იდენტური ფასწარმოქმნით, რის გამოც ერთმანეთის მიმართ ადგილი არ ჰქონია ფასისმიერ კონკურენციას. აღნიშნულის შედეგად ზიანი მიადგა როგორც შესაბამის ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს, ასევე საბოლოო მომხმარებელს. სამომხმარებლო ზიანი გამოიხატა იმაში, რომ ფაქტობრივად გაიაფებული პროდუქტის ხელმისაწვდომობის მიუხედავად, კომპანიათა ამგვარი ქმედებების შედეგად, მომხმარებლებს უწევდათ დაუსაბუთებლად და არსებითად გაძვირებული ფასის გადახდა", - ვკითხულობთ განცხადებაში.

სააგენტო ასახელებს რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებას. კერძოდ, განსახილველ პერიოდში, კონკრეტული კომპანიების შემთხვევაში ხელმისაწვდომი იყო ევროპულ საწვავთან შედარებით დაბალი თვითღირებულების მქონე არაევროპული საწვავი, ხოლო, რიგ შემთხვევებში, კონკრეტული კომპანიის/კომპანიების მიერ ხდებოდა დაბალი თვითღირებულების მქონე ევროპული საწვავის რეალიზაცია მხოლოდ საბითუმო ბაზარზე, მათ შორის, კონკურენტ კომპანიებზე. ორივე შემთხვევაში (ევროპული და არაევროპული საწვავი), ადგილი ჰქონდა საწვავის თვითღირებულებიდან მომდინარე კონკურენტული უპირატესობის გამოუყენებლობას. შედეგად, საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე შენარჩუნებულ იქნა მაღალი ფასი, რაც სააგენტოს გადაწყვეტილებით მოპასუხე 5 კომპანიის კოორდინირებული ქმედების შედეგს წარმოადგენდა. სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხუთ ეკონომიკურ აგენტს შესაბამისი ფინანსური სანქცია - ჯამში, 4 მილიონ ლარამდე დაეკისრა.

აღნიშნული მიზეზით, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ დააჯარიმა - „ლუკოილი“ – 450 590 ლარით, „ვისოლი“ – 693 576 ლარით, „გალფი“ – 1 073 859 ლარით, „სოკარი“ – 718 986 ლარით, „რომპეტროლი“ – 987 886 ლარით.

სააგენტომ მოკვლევა 2022 წლის 16 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციითა და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე დაიწყო.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
22 / ნოემბერი 2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან აქცია მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.