გერსამია მცირერიცხოვანი საგვარეულოა. 1995 წლის მონაცემებით მთელს
საქართველოში სულ 527 კაცი იყო ამ გვარისა. ამ გვარის ძირია ახუთის
თემის სოფელი ლეგერსამე, რაც საგერსამიოს ნიშნავს მეგრულად.
1949-1950 წლებში მათ ეს სოფელი მიატოვეს.1995 წლის მონაცემებით
გერსამიების 9 კომლი ცხოვრობდა სოფელ ახუთში, 4 კომლი კი წალენჯიხაში.
გერსამიების ნაწილი აზნაური იყო, ნაწილი კი გლეხი.
აზნაურ გერსამიებიდან ზოგი თავად ჯაიანების ყმა იყო, ზოგი კი
უფლისწულებისა (ბატონიშვილებისა).
გვარსახელი გერსამია, პროფ. პაატა ცხადაიას აზრით ანთროპონიმული
წარმომავლობისაა, რაც სავსებით სწორია, ის ანთროპონიმ გერასიმეს
ფონეტიკურად სახეცვლილი სახე გერსამეა. მის მიერ ამ სახის მიღების გზა
ასეთია: გერასიმე, გერსამე, გერსამეა, გერსამია.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები