გრიგოლია და გრიგოლაია მეგრული
გვარებია. დღეს ისინი ორ სხვადასხვა გვარს წარმოადგენენ, მაგრამ
შესაძლოა ან ადრე არსებული ერთი გვარის განაყარნი იყვნენ, ან ორ
სხვადასხვა გვართან გვქონდეს საქმე.
ამას გვაფიქრებინებს ერთი პირსახელიდან მომდინარე ორი სხვადასხვა
გვარსახელის არსებობა ამ შემთხვევაშიც.
გრიგოლი ახალი, გრიგოლა კი ძველი ქართული ფორმაა პირსახელისა,
რომლისაგან ნაწარმოებია გვარსახელები გრიგოლია და გრიგოლაია. აქ
ისეთივე მდგომარეობა გვაქვს, როგორც გვარსახელების - შენგელაიასა და
შენგელიას შემთხვევაშიც, რომლებიც აშკარად სხვადასხვა წარმოშობისანი
არიან, მაგრამ მათგან განსხვავებით აქ ერთი გვარის ორ შტოსთან უნდა
გვქონდეს საქმე. მიუხედავად ამისა ტუღუშს საჭიროდ მიაჩნია ორივე ამ
გვარის ისტორიის ცალცალკე წარმოჩენა.
პირსახელს გრიგოლი ვხედავთ კიდევ ერთ მეგრულ გვარსახელში გრიგოლავა,
რომელიც გრიგოლია - ს განაყაარი გვარი უნდა იყოს, რადგან დოკუმენტებში
თვალი გაედევნება მეგრულ გვარსახელებში – ია და – ავა ფორმანტის
(აფიქსი) მონაცვლეობას.
ერთი და იგივე პირი ერთსა და იმავე დოკუმენტში მოხსენიებულია გვარით,
რომელსაც დაერთვის ერთ შემთხვევაში – ია საგვაროვნო ფორმატი მეორეგან
კი – ავა.
გვარსახელ გრიგოლია - ს მეგრული, სამეტყველო ვარიანტია გირგოლია, რაც
მეგრულისათვის ესოდენ დამახასიათებელი (ბგერათა გადასმის)
შედეგია.
გრიგოლიების ძირი სოფლები ჩანან თეკლათი და ნოქალაქევი.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები