გვარსახელში ხუბუტია , როგორც ლევან ღვინჯილია,
ფიქრობს წარმოადგენს მოფერებით ფორმას ანთროპონიმისა ხუბუ ,რომელიც
დაცულია გვარში ხუბუა. ამ მოფერებითი ფორმის მეტათეზირებული (მარცვლებ
გადასმული) სახეა დღეს გავრცელებული სახელი ბუხუტი.
ასეთივე მოსაზრებისაა პროფ. პაატა ცხადაიაც თუმცა, შეიძლება
გვარსახელი ხუბუტია იყოს გამეგრულებული ლაზური გვარი ხუბუტი, მსგავსად
გვარსახელ კეკუტია-სი რომელიც ჯიბუტი, ღლონტი, ჟღენტი, კიუტი –ს ტიპის
აწ გამქრალი ფორმა. თუკი ეს უკანასკნელი მოსაზრება სწორია, მაშინ
ხუბუტია მეგრულ საგვარეულოთა შორის ერთერთი უძველესი შეიძლება
იყოს.
სიტყვა ტი ლაზურში და თი მეგრულში ნიშნავს სახლს, სახლობას, ოჯახს.
ხუბუტი სიტყვასიტყვით ნიშნავს ხუბუ-ს სახლობას, ხუბუ-ს ოჯახს. თუ
იმასაც გავიხსენებთ, რომ ოდესღაც ცნებები - ოჯახი, სახლი და გვარი
ერთმანეთს ფარავდა, ერთი მნიშვნელობისა იყო და თუ გვარსახელი ხუბუტია,
მართლაც ლაზური წარმოშობისაა, მაშინ ის იმდროინდელია, როცა დღევანდელი
იმერეთი, გურია,აჭარა და მესხეთის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ
მეგრელ-ჭანებით იყო დასახლებული. ამ ქართველური ქვეყნების (
ბრჭყალებში ) გაქართება კი ,როგორც მართებულად ფიქრობენ ისტორიკოსები
და ენათმეცნიერები, VIII-IX საუკუნეებში ჩანს მომხდარი. ეს კი იმას
ნიშნავს რომ გამეგრულებულ-გაქართულებული
(გეგეშიძე,ნაკაშიძებუბუტეიშვილი და მისთანანი) ლაზური გვარები,
არანაკლებ 1200 წლის წინაა წარმოშობილი.
ხუბუტიების რაოდენობა 1995 წლის მონაცემებით მთელს საქართველოში სულ
569 კაცით განისაზღვრებოდა.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები