შენი გვარის ისტორია
იოსავა
იოსავა არცთუ მრავალრიცხოვანი მეგრული გ ვ ა რ ი ა, ეტიმოლოგიურად ის ბერძნული წარმომვლობის სახელ იასე –ს შეიცავს და არა ძველებრაული წარმომავლობის სახელს იოსები, როგორც ამას ვარაუდობს პროფ. პაატა ცხადაია. ამ მოსაზრების მამტკიცებელია ის რომ ძველ დოკუმენტებში ეს გვარი იხსენიება ფორმით იასავა. ამ გვარის შესახებ არსებული დოკუმენტებიდან უძველესში, XVI საუკუნეში შედგენილ ნუსხაში ხოფის ტაძრის ყმა გლეხების თეთრის გამოსაღებისა ერთ კომლად არიან ჩაწერილნი მოგელი იასავა და დარჩინა [იასავა] ,რომელთაც 25 თეთრი ემართათ ყოველწლიურად ეკლესიისა.

იოსავების შესახებ არსებული დოკუმენტებით განებივრებულნი არა ვართ. 1682 წლის ერთ შეწირულობის წიგნში ნათქვამია, რომ ,,ხოფის ღვთისმშობელის გატეხაშიდ ეს ეასავები შევსწირეთ მამაგული და მომაგინი მათის ცოლშვილითა...” . ეტყობა, ამ ორი იოსავას ბატონს, რომელიც ერისკაცი ჩანს, ტაძრის ,,გატეხვაში” დაედოთ ბრალი და სწორედ ამიტომ შესწირეს მისი ყმები იმავე ეკლესიას.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.