შენი გვარის ისტორია
კაკაჩია
კაკაჩია იმ მეგრულ საგვარეულოთაგანია, რომლებიც აფსართა მიერ აფხაზეთის დაპყრობის შემდეგ ქრისტიანობის შენარჩუნების მიზნით სამეგრელოს შემოეხიზნენ და აქ დამკვიდრდნენ და მსგავსად ათობით პროტოაფხაზური (ანუ მეგრულ-ჭანურის ერთერთ კილოზე მოლაპარაკე ნამდვილ აფხაზთა) საგვარეულოებისა არ გააფსარდნენ. კაკაჩიების მსგავსად გააფსარებას გამოქცეული არაერთი პროტოაფხაზური გვარი დამკვიდრდა სამეგრელოში XV-XVII საუკუნეებში. ასეთი გვარებია მაგალითად გურგული, შერგილაია (შენგელაია), კიკალია, ლადარია, ლასურია, ქიშმარია, საგულია (რომელიც სამეგრელოში სონგულია-დ იქცა), და სხვა.

იქ, აფხაზეთში, კაკაჩიები, როგორც XVII საუკუნის მიწურულის ერთი დოკუმენტიდან ირკვევა სოფელ ქიაჩის მკვიდრნი ყოფილან. იქიდან კი ობუჯში დამკვიდრებულან. 1995 წლის მონაცემებით მთელს საქართველოში 899 კაკაჩია ცხოვრობდა პ.ცხადაიას ცნობით ზოგი კაკაჩია კაკაჩაშვილად დაწერილა.

გვარსახელ კაკაჩიას ეტიმოლოგიის შესახებ რამოდენიმე მოსაზრება არსებობს. სულხან საბას განმარტებით კაკაჩი არის ,,ღამე მთოვარით ნათელი”. პროფ. კორნელი დანელიას აზრით ეს სიტყვა ბგერადობით მეგრულ-ჭანური იერისაა და იმის გათვალისწინებით, რომ ქართულის შ ბგერას მეგრულში კანონზომიერეად ჩ შეესატყვისება ის ქართულ(ი) კაშკაში-ს ზანური შესატყვისი ჩანს. კაკაჩი იგივე მნიშვნელობისა ყოფილა, რაც მეგრულში თუთარჩელაა. ის მეგრულშიც დასტურდება. მაგ. კაკაჩია სერი – მთვარით განათებული ღამე, მეორეგვარად თუთარჩელა


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.