შენი გვარის ისტორია
კარტოზია
გვარსახელი კარტოზია პროფონიმ კალატოზი - ს მეგრულ გამოთქმას - კარტოზ-ს უნდა შეიცავდეს და ამ გვარის დამფუძნებლის მოსაქმეობაზე უნდა მიგვითითებდეს. საისტორიო გადმოცემას თუ დავუჯერებთ, ერთი კარტოზია, რომელსაც ბატონი მოუკლავს, იმერეთში გადახვეწილა და ჯრუჭის მონასტერს შეხიზვნია. ამ კარტოზიას შთამომავალი ერთი ოჯახი დღესაც ცხოვრობს სოფელ ქორეთში.

სწორედ ამ ოჯახში მასწავლებელ მიხეილ გოგატიშვილის მიერ ნაპოვნ წყალობის წიგნში, რომელიც ამ უკანასკნელის სიტყვებით XVIII საუკუნის დამდეგისაა, ნათქვამია: ,,...ესე წყალობის წიგნი დაგიწერე და გიბოძე მე შენმა ბატონმა წერეთელმა მღვდელმან დავით, შენ ჩემს ყმას მეგრელს კარტუზიას (სიც) ივანიკას და გიგილოს. ჩემს სახლში გაიზარდე და დაგაცოლშვილე, დაგასახლე, თურმანიძისეული ალაგი მოგეცი სრულებით, რისაც მქონებელი ყოფილა. ერთად ვეღარ დადექით და გაგყარეთ. შემომეხვეწეთ ბეგარის დადება და წიგნის მოცემას. ვისმინე ვედრება თქვენი და გიბოძეთ წიგნი ესე, ბეგრად დაგადევით ხუთ-ხუთი კოკა ღვინო, თითო კოდი პური და თითო ქათამი წელიწადში”. აქ მოხსენიებული მღვდელი დავით წერეთელი XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ცხოვრობდა. ის დოკუმენტებში ჩანს 1766 წლიდან 1796 წლის ჩათვილთ. ამიტომ ამ გამომცემლის მიერ ამ დოკუმენტის, XVIII საუკუნის დამდეგით დათარიღება უმართებულოა. მიუხედავად ამისა ის მაინც უძველესია იმ დოკუმენტებს შორის, რომლებიც კარტოზიებს შეეხებიან.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.